Posts

Showing posts from 2019

ჩვენი გუნდი

Image
ჩვენს გუნდში შედის: ლალი კალანდაძე (XI კლასი); გიორგი კალანდაძე (XI კლასი); მათე სიხარულიძე (IX კლასი);

ბახმარო

Image
ბახმარო მაღალმთიანი კლიმატური კურორტია , სადაც ზღვისა და მთის შერეული ჰავაა. კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზღ.დ1950-2050 მეტრზე მდებარეობს. კურორტად ჩამოყალიბება 1890 წლიდან დაიწყო, როდესაც მოხდა მისი სამკურნალო თვისებების აღმოჩენა.    კურორტის სტატუსი 1923 წელს მიენიჭა. ტურისტული სეზონი კი ზაფხულობით დაახ.2 თვეს გრძელდება. 19 აგვისტოს კი სეზონი ტრადიციული დოღითა და დღესასწაულით სრულდება.      სახელწოდებას რაც შეეხება, რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთ მათგანში კი ისიც მოისაზრება, რომ ბახმარო სვანური წარმოშობის სიტყვაა, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებული მაინც ლეგენდაა, რომლის მიხედვითაც თავადი მარო თურქებმა მოიტაცეს, როცა შეიტყვეს, რომ მდევარი ეწეოდათ მარო ხანჯლით განგმირეს და ქვაზე გადააწვინეს. ამავე ქვაზე დატოვეს წარწერა „ბახ მარო“, რაც გულისხმობს - ნახეთ თქვენი მაროო.  

ერკეთის დედათა მონასტერი

Image
ერკეთის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია აგებულია  IX  საუკუნეში. იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ერკეთში მდებარეობს, რომელიც ჩოხატაურიდან 8კმ-ით არის დაშორებული.     ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, რომლის წინამძღოლებიც შარვაშიძეები იყო. მიმდინარე რესტავრაციების გამო ეკლესია მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას.

ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

Image
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის ისტორიული მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. 1961 წელს მოეწყო პირველი ექსპოზიცია. მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა. კერძოდ: საბრძოლო და შრომითი იარაღები, რომლებიც ძვ.წ VI-V საუკუნეებით თარიღდება, სამაროვანის ინვენტარი, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა, აგრეთვე საბრძოლო იარაღ-ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები, გურიის ერისთავების პირადი ნივთები.
Image
ნაბეღლავის ქარხანა მდებარეობს სოფ.ნაბეღლავში. 1905 წლიდან იწყება მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ ისტორია. გადმოცემის მიხედვით, სოფელში მოსახლეობას შეუმჩნევია წყარო, რომელსაც ხშირად სვამდნენ ხარები. შემდეგ კი მოხდა მისი გამოკვლევა.       მინერალური წყალი უნიკალური სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, მას იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღველისა და შარდის სადინარების დაავადებების დროს. აგრეთვე ნივთიერების ცვლის მოშლისას.        ქარხანამ ფუნქციონირება 1958 წლიდან დაიწყო და რამდენიმე წლის შემდეგ შეისყიდა ლიცენზია „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ წყლების წარმოებაზე. 2015 წელს „წყალმა მარგებელმა“ კონტრაქტი გააფორმა ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან „  rauch “- თან, საკმაოდ წარმატებულად.          უნდა აღინიშნოს, რომ ქარხანა ფლობს  FSSC 22000 , რაც  ნიშნავს, რომ წ არმოების პროცესები მოიცავს სრულ სტანდარტიზაციას ევროკავშირის ნორმებთა...

უდაბნოს მამათა მონასტერი

Image
წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდაბნოს მამათა მონასტერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ.შუა ამაღლების ჩრდილოეთით მდებარეობს. სახელწოდება უდაბნო დაუსახლებელ ადგილს ნიშნავს. იქ ცხოვრობდნენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდნენ. საბოლოოდ კი მეუდაბნოება სამონანსტრო წესად შეიცვალა.      იგი ერთ-ერთი უძველესი მონასტერია გურიაში. ზოგი მეცნიერი მას VI ს-ის ძეგლად მიიჩნევს. თუმცა დათარიღება ზუსტი არაა, რადგან მონასტერი მრავალჯერაა გადაკეთებული.      მონასტერი ცნობილი იყო საგანმანათლებლო მოღვაწეობით. აქ თითქმის ყველა ის საგანი ისწავლებოდა, რასაც ძველ დროში ითხოვდნენ.. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, მათ შორის მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკია.