ნაბეღლავის ქარხანა მდებარეობს სოფ.ნაბეღლავში. 1905 წლიდან იწყება მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ ისტორია. გადმოცემის მიხედვით, სოფელში მოსახლეობას შეუმჩნევია წყარო, რომელსაც ხშირად სვამდნენ ხარები. შემდეგ კი მოხდა მისი გამოკვლევა.
მინერალური წყალი უნიკალური სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, მას იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღველისა და შარდის სადინარების დაავადებების დროს. აგრეთვე ნივთიერების ცვლის მოშლისას.
ქარხანამ ფუნქციონირება 1958 წლიდან დაიწყო და რამდენიმე წლის შემდეგ შეისყიდა ლიცენზია „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ წყლების წარმოებაზე. 2015 წელს „წყალმა მარგებელმა“ კონტრაქტი გააფორმა ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან „ rauch“- თან, საკმაოდ წარმატებულად.
Comments
Post a Comment