უდაბნოს მამათა მონასტერი

წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდაბნოს მამათა მონასტერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ.შუა ამაღლების ჩრდილოეთით მდებარეობს. სახელწოდება უდაბნო დაუსახლებელ ადგილს ნიშნავს. იქ ცხოვრობდნენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდნენ. საბოლოოდ კი მეუდაბნოება სამონანსტრო წესად შეიცვალა.
     იგი ერთ-ერთი უძველესი მონასტერია გურიაში. ზოგი მეცნიერი მას VI ს-ის ძეგლად მიიჩნევს. თუმცა დათარიღება ზუსტი არაა, რადგან მონასტერი მრავალჯერაა გადაკეთებული.
     მონასტერი ცნობილი იყო საგანმანათლებლო მოღვაწეობით. აქ თითქმის ყველა ის საგანი ისწავლებოდა, რასაც ძველ დროში ითხოვდნენ.. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, მათ შორის მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკია.

Comments

Popular posts from this blog

ბახმარო

ერკეთის დედათა მონასტერი