ბახმარო
ბახმარო მაღალმთიანი კლიმატური კურორტია , სადაც ზღვისა და მთის შერეული ჰავაა. კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზღ.დ1950-2050 მეტრზე მდებარეობს. კურორტად ჩამოყალიბება 1890 წლიდან დაიწყო, როდესაც მოხდა მისი სამკურნალო თვისებების აღმოჩენა.
კურორტის სტატუსი 1923 წელს მიენიჭა. ტურისტული სეზონი კი ზაფხულობით დაახ.2 თვეს გრძელდება. 19 აგვისტოს კი სეზონი ტრადიციული დოღითა და დღესასწაულით სრულდება.
სახელწოდებას რაც შეეხება, რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთ მათგანში კი ისიც მოისაზრება, რომ ბახმარო სვანური წარმოშობის სიტყვაა, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებული მაინც ლეგენდაა, რომლის მიხედვითაც თავადი მარო თურქებმა მოიტაცეს, როცა შეიტყვეს, რომ მდევარი ეწეოდათ მარო ხანჯლით განგმირეს და ქვაზე გადააწვინეს. ამავე ქვაზე დატოვეს წარწერა „ბახ მარო“, რაც გულისხმობს - ნახეთ თქვენი მაროო.
Comments
Post a Comment