ბახმარო მაღალმთიანი კლიმატური კურორტია , სადაც ზღვისა და მთის შერეული ჰავაა. კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზღ.დ1950-2050 მეტრზე მდებარეობს. კურორტად ჩამოყალიბება 1890 წლიდან დაიწყო, როდესაც მოხდა მისი სამკურნალო თვისებების აღმოჩენა. კურორტის სტატუსი 1923 წელს მიენიჭა. ტურისტული სეზონი კი ზაფხულობით დაახ.2 თვეს გრძელდება. 19 აგვისტოს კი სეზონი ტრადიციული დოღითა და დღესასწაულით სრულდება. სახელწოდებას რაც შეეხება, რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთ მათგანში კი ისიც მოისაზრება, რომ ბახმარო სვანური წარმოშობის სიტყვაა, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებული მაინც ლეგენდაა, რომლის მიხედვითაც თავადი მარო თურქებმა მოიტაცეს, როცა შეიტყვეს, რომ მდევარი ეწეოდათ მარო ხანჯლით განგმირეს და ქვაზე გადააწვინეს. ამავე ქვაზე დატოვეს წარწერა „ბახ მარო“, რაც გულისხმობს - ნახეთ თქვენი მაროო.
წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდაბნოს მამათა მონასტერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ.შუა ამაღლების ჩრდილოეთით მდებარეობს. სახელწოდება უდაბნო დაუსახლებელ ადგილს ნიშნავს. იქ ცხოვრობდნენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდნენ. საბოლოოდ კი მეუდაბნოება სამონანსტრო წესად შეიცვალა. იგი ერთ-ერთი უძველესი მონასტერია გურიაში. ზოგი მეცნიერი მას VI ს-ის ძეგლად მიიჩნევს. თუმცა დათარიღება ზუსტი არაა, რადგან მონასტერი მრავალჯერაა გადაკეთებული. მონასტერი ცნობილი იყო საგანმანათლებლო მოღვაწეობით. აქ თითქმის ყველა ის საგანი ისწავლებოდა, რასაც ძველ დროში ითხოვდნენ.. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, მათ შორის მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკია.
ერკეთის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია აგებულია IX საუკუნეში. იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ერკეთში მდებარეობს, რომელიც ჩოხატაურიდან 8კმ-ით არის დაშორებული. ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, რომლის წინამძღოლებიც შარვაშიძეები იყო. მიმდინარე რესტავრაციების გამო ეკლესია მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას.
Comments
Post a Comment